Skip to content
Statia.ge

Statia.ge

cropped-0-Things-to-do-in-tbilisi-georgia-main-attractions-1.jpg
Primary Menu
  • კაბინეტი
  • Home
  • რა პერსპექტივა აქვს ვაშაძეებისა და „რესპუბლიკელების“ გაერთიანებას – „ეს რომ არა, მათ პენსიაზე გასვლა, ან „ნაცმოძრაობის“ უმცროს პარტნიორებად დარჩენა მოუწევდათ“
  • პოლიტიკა

რა პერსპექტივა აქვს ვაშაძეებისა და „რესპუბლიკელების“ გაერთიანებას – „ეს რომ არა, მათ პენსიაზე გასვლა, ან „ნაცმოძრაობის“ უმცროს პარტნიორებად დარჩენა მოუწევდათ“

admin აგვისტო 28, 2021 1 minute read

Share this:

  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on X (Opens in new window) X
a1630142717

„სტრატეგია აღმაშენებელი”, გრიგოლ ვაშაძე, „რესპუბლიკელები” და „რეფორმატორები” ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან სახელით „მესამე ძალა”. პოლიტოლოგ დავით ზურაბიშვილის აზრით, აღნიშნული გაერთიანების მიზანი იმ ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება უნდა იყოს, რომელიც არც „ოცნებას” და არც „ნაცმოძრაობას” აძლევს ხმას, თუმცა, მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც „მესამე ძალის” ფუნქცია გიორგი გახარიას პარტიას აქვს შეთავსებული, აღნიშნული გაერთიანების პერპექტივები ბუნდოვანია.

საკითხზე, თუ რა პერსპექტივა აქვს და რა მოტივით შეიქმნა გაერთიანება „მესამე ძალა” პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილის თქმით, გაერთიანების მიზანი გასაგებია, თუმცა შეძლებენ თუ არა ამომრჩევლის გულის მოგებას – ეს სხვა საკითხია.

„გაერთიანების მიზანი იქნება ის, რომ გავიდნენ იმ ამომრჩეველზე, რომელსაც არც ეს ხელისუფლება მოსწონს და ალტერნატივად არც „ნაცმოძრაობას” განიხილავს. რამდენად მიაღწევენ ამას – ეს მეორე საკითხია, რადგან 2020 წლის არჩევნებში ყველა ეს ადამიანი საკმაოდ ახლო ურთიერთობაში იყო „ნაცმოძრაობასთან” – ერთიანი ფრონტით გამოდიოდნენ პრაქტიკულად.

„რამდენად ექნებათ მათ იმის დრო, რომ მოასწრონ სხვა ტიის ამომრჩევლის გულის მოგება, არ ვიცი, თუმცა, თავისთავად, მიზანი გასაგებია.

„შეიძლება ცოტა დაგვიანებულია ასეთი გაერთიანების შექმნა, თუმცა ამ გაერთიანების გარეშე ყველა მასში შემავალ პარტიას და პოლიტიკოსს პენსიაზე გასვლა, ან „ნაცმოძრაობის” უმცროს პარტნიორებად დარჩენა მოუწევთ

„ამიტომ გაერთიანების შექმნა საბოლოო ჯამში სწორი გზაა, თუმცა, რამდენად შეძლებენ თავის დამკვიდრებას – ეს სხვა საკითხია, რადგან მესამე ძალის ფუნქცია უკვე გახარიას პარტიამ შეითავსა,” – ამბობს დავით ზურაბიშვილი.

About The Author

admin

See author's posts

Like this:

Like Loading...

Post navigation

Previous: მეცნიერებმა 6G გადაცემის ახალი რეკორდი დაამყარეს — 5G-ის კონკურენტი გამოუჩნდა
Next: ორ კვირაში კორონავირუსით ბავშვების დაინფიცირების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგრდა

Related Stories

43xbqzx68c8fdw9
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

როგორია მოქალაქეობის აღების წესები და პროცედურები ევროპის ქვეყნებში?

admin აპრილი 4, 2023
a1638289918
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს მაღალი დონის შეხვედრები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ – რა მოლოდინი აქვთ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას

admin დეკემბერი 1, 2021
a1637488069
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

იქნება თუ არა ახალი კრიზისი – რა გეგმა აქვს ენმ-ს და რას დაუპირისპირებს მას „ოცნება“

admin ნოემბერი 21, 2021
| MoreNews by AF themes.
%d