Skip to content
Statia.ge

Statia.ge

cropped-0-Things-to-do-in-tbilisi-georgia-main-attractions-1.jpg
Primary Menu
  • კაბინეტი
  • Home
  • ორ კვირაში კორონავირუსით ბავშვების დაინფიცირების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგრდა
  • საზოგადოება

ორ კვირაში კორონავირუსით ბავშვების დაინფიცირების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგრდა

admin სექტემბერი 1, 2021 1 minute read

Share this:

  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on X (Opens in new window) X
images

კორონავირუსის ეპიდემია ბავშვებში სულ უფრო მატულობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, თუკი აგვისტოს შუა რიცხვებში ყოვედღიური ინფიცირების შემთხვევებში ბავშვებზე საშუალოდ 8-10% მოდიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 15%-მდეა გაზრდილი. სპეციალისტთა შეფასებით, ვაქცინაციის აქტიურად გაგრძელების პარალელურად, თუკი არ მოხდება მოქმედი რეგულაციების მკაცრად დაცვა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

„როგორც გამოჩნდა, „დელტა” შტამი თანაბრად აინფიცირებს როგორც ბავშვებს, ისე მოზარდებს. საბედნიეროდ, ძირითადად ბავშვთა ორგანიზმს მსუბუქად გადააქვს ვირუსი, მაგრამ არის შემთხვევები, როცა პაციენტი მძიმდება და დაავადება ისე მიმდინარეობს, როგორც ზრდასრულეში.

„დაავადების მახასიათებლებია: სურდო, ცხვირიდან გამონადენი, ხველა, ყელის ტკივილი. ბავშვებში მეტად არის გამოხატული დიარეა და მუცლის ტკივილი, ვიდრე ზრდასრულებში”, – განაცხადა გოგინავამ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რთული ეპიდვითარება გაგრძელდა, მოსალოდნელია ბავშვთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელის ზრდაც, რასაც სწავლის შენობებში განახლებაც შეუწყობს ხელს:

„თუ კვლავ გაგრძელდა ისეთი ცუდი ეპიდსიტუაცია, რაც ამჟამად გვაქვს და პარალელურად სწავლა განახლდა სკოლებშიც, გაიზრდება ბავშვთა ინფიცირების მაჩვენებელი.”

დაავადებათა კონდროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე კონკრეტული მონაცემები დაასახელა. მისი ცნობით, 31 აგვისტოს მდგომარეობით, 14 წლამდე ბავშვებში გვაქვს ინფიცირების 15%-იანი მაჩვენებელი, ხოლო 19 წლამდელებში – 20%.

გამყრელიძის ინფორმაციით, ბავშვთა ვაქცინაციის საკითხი აქტიურად განიხილება და შემოდგომაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ არის ერთიანი პოზიცია. როგორც წესი, 12 წლიდან ასაკის ბავშვებში მხოლოდ ორ ვაქცინას აქვს მიღებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია – ეს არის „ფაიზერი” და „მოდერნა”. ამ აცრებით ბავშვებში ვაქცინაცია დაწყებულია კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში.

„სკანდინავიის ქვეყნებში ამასთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს. ასევე ამ საკითხს განიხილავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. მათი წინადადება ამ ეტაპზე არის, რომ ვაქცინაცია შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებზე კონკრეტული ჩვენებებით, ანუ სადაც არის განსაკუთრებული საფრთხე და თანმხლები დაავადებები. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა ჩვენც გვქონდა, თუ არ ვცდები, 12-დან 15 წლამდე 10-მდე ბავშვი ავცერით”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ცნობით, დღეს პატარა ასაკიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები მასიურად მიმდინარეობს ჩინეთში და მის მეზობელ რამდენიმე სახელმწიფო. ამ ქვეყნებში „სინოვაკის” და „სინოფარმის” გამოყენება 3 წლის ასაკიდან ბავშვებშია რეკომენდირებული.

ორშაბათს საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ცნობით, ბავშვს განუვითარდა სეპიკური შოკი.

„ბავშვს განუვითარდა, ბინაზე მკურნალობის პირობებში გულყრა, რომლის კუპირებაც ვერ მოხერხდა, მოიყვანეს კლინიკაში და შემოსვლისთანავე მოხდა მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, პაციენტს ქონდა თანმხლები დაავადებები, რომელთა სიაც საკმაოდ გრძელია, ეს არის: ბავშვთა ცერემბლარული დამბლა, ეპილეფსიური სინდრომი, ფსიქო მოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა. კოვიდინფექციის ფონზე ბავშვს განუვითარდა სეპტიკური შოკი, რის გამოც სამწუხაროდ მკურნალობა დასრულდა ლეტალურად”, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

ეს ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლია საქართველოში.

About The Author

admin

See author's posts

Like this:

Like Loading...

Post navigation

Previous: რა პერსპექტივა აქვს ვაშაძეებისა და „რესპუბლიკელების“ გაერთიანებას – „ეს რომ არა, მათ პენსიაზე გასვლა, ან „ნაცმოძრაობის“ უმცროს პარტნიორებად დარჩენა მოუწევდათ“
Next: “მზის შტორმმა”, შესაძლოა, მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის გათიშვა გამოიწვიოს

Related Stories

1.
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • ტექნოლოგია

5 ნაბიჯი CHATGPT-ის ეფექტურად გამოსაყენებლად

admin აპრილი 11, 2023
43xbqzx68c8fdw9
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

როგორია მოქალაქეობის აღების წესები და პროცედურები ევროპის ქვეყნებში?

admin აპრილი 4, 2023
329684684_712328683719301_2712594691142745164_n
  • საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას შეუერთდა

admin თებერვალი 10, 2023
| MoreNews by AF themes.
%d