საწვავის მკვეთრმა გაძვირებამ და პანდემიურმა პრობლემებმა დედაქალაქი ავტომობილებისგან ცოტათი განტვირთა
კორონავირუსის პანდემიამ და საწვავის კატასტროფულად გაძვირებამ ქვეყანაში ავტომობილების ნაკადების რაოდენობა შეამცირა. გაძვირებული ბენზინის გამო, მოსახლოების ნაწილი საკუთარი ავტომობილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდა. ათასობით ინფიცირების შემთხვევაბის გათვალიწინებით, მოქალაქეების ნაწილი იზოლაციაში გადავიდა, რამაც ქვეყანა ავტომობილების მოძრაობისგან გარკვეულწილად გაათავისუფლა.
ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები ყოველღიურად 4-5 ათასს აჭარბებს, ამიტომ იზოლაციაში უამრავი ადამიანი გადადის, რაც, მეორე მხრივ, ავტომობილების მოძრაობას აჩერებს. ქვეყანაში საწვავის ღირებულება 3 ლარს კარგა ხანია გასცა, ამიტომ ხარჯი მაღალია, რის გამოც ხალხის დიდ ნაწილს გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით ურჩევნია, რადგან ამ შემთხვევაში ხარჯი ნაკლებია. ამ ორმა შემთხვევამ დედაქალაქში არსებულ საცობებზე დადებითად იმოქმედა, თუმცა კარგი იქნება, ამ პრობლემას სხვა გზებით ვებრძოლოთ და არა პანდემიით და საწვავის გაძვირებით.
სწორედ გამოსავლის ამ გზებზე საუბრობს საავტომობილი სფეროს სპეციალისტი, მევლუდ მელაძე, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყანა საცობებისგან რომ განიტვირთოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად უნდა გავითარდეს.
“საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ის მიმართულება, რომელიც ავტომობილებზე მოთხოვნას შეამცირებს. ახლა გვინდა, თუ არ გვინდა, ავტომობილების ნაკადი ძალიან დიდია.
ყველა ბევრს ფიქრობს, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს საცობების საკითხი. ჩემებური ვერსიით, დიდი უბანი დიდ უბანს უნდა უკავშირდებოდეს დამოუკიდებელი და განიერი გზით, შუქნიშნების გარეშე. მაგალითად, თუ საბურთალოდან მიდიხარ ვაკეში, ან ვარკეთილიდან სანზონაში და სანზონიდან ავჭალაში, ყველა უბანი, რომელიც ერთმანეთს უკავშირდება, მათი დამაკავშირებელი გზები არ არის იმ სიგანის და გამტარობის, რომ საცობი არ შეიქმნას. ვეფხისა და მოყმის ძებლთან, 5 ნაკადი ერთამენთს კვეთს. ამ ადგილას მარტივია, რომ გვირაბივით გაკეთდეს, ერთი რომელიმე კონკრეტული ზოლისთვის მაინც, რომ მცხეთიდან წამოსული ავტომობილი ვეფხი და მოყმის ძეგლიდან დაბლა, სანაპიროზე პირდაპირ ჩადიოდეს და ზედა ნაკადი გადადიოდეს ზემოდან, ხიდებივით რომ იყოს.
სადაც 5-6 ნაკადი ერთმანეთში იკვეთება, საჭიროა გზები იყოს შრეებად. იგივე ამერიკის საელჩოსთან, იქ შუქნიშანი საქმეს ვერ აკეთებს, საჭიროა გზები უნდა იყოს შრეებად და რომელიღაცა ნაკადი ზემოდან უნდა გადადიოდეს, რადგან შუქნიშნის ნაკლებად გამოყენება მოხდეს და ის ნაკადი საცობში არ დაგროვდეს.
ავტომობილების რაოდენობის შემცირება არის ძალიან შორი პერსპექტივა. ეს მოხდება მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ძალიან მოქნილი. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა, მეტროს სადგურებიც დაემატოს. ავტობუსები მეტროსავით უნდა მოძრაობდეს, სრული დამოუკიდებლობა და თავისი ზოლი ჰქონდეს და ა.შ. ეს ყველაფერი მოკლე ვადაში ვერ მოხერხდება. ახლო მომავალში შეიძლება გაკეთდეს ის, რომ უბანი უაბნს უკვაშირდებოდეს, რაიმე ფართო, უშუქნიშნო გზით”, – განაცხადა მევლუდ მელაძემ და დასძინა, რომ სააბონიმენტო სისტემის ამოქმდება საზოგადოებრივი ტრანსპორტისადმი მიდრეკილებას დიდად ვერ გაზრდის.
“აბონიმენტების თემა კარგ ფონს შესძენს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისადმი მიდრეკილებას დიდად ვერ გაზრდის. ტრანსპორტს მიზიდულობა იმ შემთხვევაში ექნება, თუ მართლა, თავიდან ბოლომდე ექნება მას საცობის გარეშე მოძრაობის საშუალება”, – დასძინა მელაძემ.
ქვეყანას საცობების პრობლემა ყოველთვის აწუხებდა და მოსახლეობა ამის მოგვარებასაც ითხოვდა. სპეციალისტების აზრით, ჯერ კიდევ დროა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანმა ავტომობილს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამჯობინოს. როგორც დარგის ექსპერტი ეკა ლალიაშვილი ფიქრობს, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება მთავარი რგოლი, რაც ქვეყანაში ავტომობილების გადაადგილების მოცულობას შეამცირებს.
“საცობებისგან განტვირთვის მხოლოდ ერთი რეცეპტი არ არსებობს. აქ რამდენიმე მიმართულებით არის სამუშაო ჩასატარებელი. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ შემცირდეს ავტომობილებით მოძრაობა ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენ შევეჩიეთ, მცირე მანძილებზეც კი, ავტომობილით გადაადგილებას. გამოსავალი ისაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველგან და ყველასთვის იყო ხელმისაწმდომი.
დღეს ნამდვილად არის მცდელობა ამ კუთხით და ამას თბილისის მერიას ვერ დავუკარგავთ, უბრალოდ, ჯერ ხალხი არ არის მზად იმისათვის, რომ კერძო მანქანები საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლდეს, რადგან ის არ არის ყველგან და ყველასთვის კომფორტული გადაადგილების საშუალება, თუმცა აქეთკენ ნამდვილად მივდივართ. ალბათ, ცოტა დრო კიდევ დაგვჭირდება იმისათვის, რომ მივიდეთ იმ ნიშნულამდე, როდესაც ადამიანები ავტომობილის სახლში დატოვებენ და გადასხდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე”, – განაცხადა ლალიაშვილმა.