გარემოს ეროვნული სააგენტო 25 თებერვლის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. სააგენტოს ცნობთით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი ამინდი, ღამისა და დილის საათებში თოვლი და ნისლი. დღისით ბარშიც ზოგან დაფიქსირდება ტემპერატურის უარყოფითი მნიშვნელობა. ჰაერის ტემპერატურა 25-ში ღამით -5, ხოლო დღისით +1 გრადუსამდე დაიკლებს.
ამასთან, დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში 0, -2°C.
თბილისში ღამით -4-6 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, ხოლო დღისით ტემპერატურა +1 გრადუსამდე აიწევს.
შედარებით თბილი ამინდი იქნება დასავლეთ საქართველოში, სადაც ძირითადად წვიმაა ნავარაუდევი.
ამინდის გაუმჯობესება 26 თებერვლიდან დაიწყება და შაბათ-კვირას მთელ საქართველოში მზე და სითბო იქნება.