პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო სანქციები ინიცირებული არაა.
„სანქციები არ არის ინიცირებული, ამაზე ჩვენთან არ ყოფილა კომუნიკაცია პარტნიროების მხრიდან, მესმის, რომ ოპოზიციის ეს რადიკალური ფრთა მაქსიმალურად ცდილობს დღეს, რომ საკუთარი ქვეყნის იმიჯი დააზიანოს, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ხელისუფლებას მიაყენოს ჩრდილი, მათ შორის პარტნიორებთან, თუმცა მერწმუნეთ, დასავლური საზოგადეობა და ჩვენი პარტნიორი აშშ არ არის ის სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ რომელიმე ოპოზიციონრეის წერილებს ეყრდნობა”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ. “
მისი განცხადებით, პარტნიორებს კითხვები ჰქონდათ მელიას საქმეზე და დიალოგის გაგრძელებაზე, რასთან დაკავშირებითაც ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ.
“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით სანქციები მწიფდება – საკითხი უკვე გადაცემულია აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსთვის, საუბარია გადაადგილების შეზღუდვაზეც ივანიშვილის, ღარიბაშვილისა და გომელაურისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.
- ოპოზიციას ვურჩევ, დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა, დაბრუნდეს პარლამენტში – თალაკვაძე;
- გარწმუნებთ, საბოლოო ჯამში, ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდება – თალაკვაძე.