Skip to content
Statia.ge

Statia.ge

cropped-0-Things-to-do-in-tbilisi-georgia-main-attractions-1.jpg
Primary Menu
  • კაბინეტი
  • Home
  • შემზარავი ფაქტი თბილისში – 30 წლის მამაკაცი ბავშვებს ტკბილეულით იტყუებდა და მათზე სექსუალურად ძალადობდა
  • საზოგადოება

შემზარავი ფაქტი თბილისში – 30 წლის მამაკაცი ბავშვებს ტკბილეულით იტყუებდა და მათზე სექსუალურად ძალადობდა

admin მაისი 5, 2021

Share this:

  • Click to share on Facebook (Opens in new window) Facebook
  • Click to share on X (Opens in new window) X
1

თბილისში 30 წლის მამაკაცს ადგილობრივები ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწროდნენ, როცა ის 13 წლის გოგონამ გარყვნილ ქმედებაში ამხილა. არასრუწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობა მან აღდგომის დღესასწაულზე ჩაიდინა. გოგონამ ამის შესახებ მშობლებს უამბო, რომლებმაც საქმის კურსში პოლიცია ჩააყენეს. ამის შემდეგ კი გაირკვა, რომ მამაკაცი არა მხოლოდ ამ 13 წლის გოგონაზე ძალადობდა, არამედ მანამდე ფულის და ტკბილეეულის სანაცვლოდ სხვა არასრუწლოვნებზეც გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა. პოლიციამ დაადგინა, რომ მისი ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლის გოგონაა.

მამაკაცი გასულ წლამდე აშშ-ში ცხოვრობდა. ის საქართველოში ბებიასთან დაბრუნდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ძალადობის მსხვერპლი თავად ბებიაც არის, რომელიც იძულებული გახდა სახლიდან წასულიყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცს შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს.

„ბებიასთან ორი კვირის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც გავიგეთ, მანამდე ფსიქიატრიულ კლინიკაში ცხოვრობდა. რატომ გამოუშვე იქიდან, არ ვიცით. ბებიასთან მოვიდა და აქ ცხოვრობდა. თუმცა ბებია სახლიდან მალევე თავის შვილთან გადავიდა. თურმე მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

„მეზობლებმა უცნაური ქცევები შევამჩნიეთ – შეეძლო მთელი დღე მჯდარიყო და ბავშვებისთვის ეცქირა. გამუდმებით მათ აკვირდებოდა და მათთან საუბარიც მოსწონდა.

„თავიდან საეჭვოდ არ მივიჩნიეთ, სანამ 13 წლის გოგონამ არ თქვა, რომ მამაკაცი მასზე ძალადობდა. ბავშვებს ტკბილეულით და ფულით იჩვევდა, კომუნიკაციაში ადვილად შედიოდა და ნდობის მოპოვების შემდეგ მათზე სექსუალურად ძალადობდა.

„საქართველოში გასულ წელს ჩამოვიდა, მანამდე წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა. პოლიციას 13 წლის გოგონას ოჯახმა შეატყობინა და ის, როგორც გავიგეთ, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

„რა ვიცით დაკავება რატომ არ მოხდა. ფაქტი ერთია, რომ ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ბავშვზე იძალადა. შეიძლება ბევრი მათგანი არც ამბობს“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. სავარაუდოდ, დაიკითხებიან არასრულწლოვნები, მათ შორის 13 წლის მოზარდიც.

About The Author

admin

See author's posts

Like this:

Like Loading...

Continue Reading

Previous: რა წერია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიების დასკვნაში – „ამის გათვალისწინება მოუწევს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას“
Next: ვაქცინირებაზე მოთხოვნა არნახულად იზრდება – სად მოეწყობა მასობრივი ვაქცინაციისთვის ოთხი დიდი პუნქტი

Related Stories

1.
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • ტექნოლოგია

5 ნაბიჯი CHATGPT-ის ეფექტურად გამოსაყენებლად

admin აპრილი 11, 2023
43xbqzx68c8fdw9
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება

როგორია მოქალაქეობის აღების წესები და პროცედურები ევროპის ქვეყნებში?

admin აპრილი 4, 2023
329684684_712328683719301_2712594691142745164_n
  • საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას შეუერთდა

admin თებერვალი 10, 2023
| MoreNews by AF themes.
%d